ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღის პრეზენტაცია დაიწყო ურთიერთგაცნობით.ტრენერმა წარმოგვიდგინა სატრენინგო პერიოდის განრიგი-რამდენ საათს მოიცავს და რა მიზნები გვაქვს ამ ცხრა დღის განმავლობაში.ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროექტის შესახებ.ვისაუბრეთ იმის შესახებ,გვქონდა თუ არა შექმნილი პროექტი აქამდე და რა სახის.გავეცანით სიახლეებს სასწავლო პროექტის შექმნის შესახებ,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და ჩამოვყალიბდით თუ როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროეტი.გავეცანით "ვიუერს"-ელექტრონულ სახელმძღვანელოს. გავეცანით მისი გამოყენების წესებს.ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის ადამიანის ტრადიციული და პროექტებით სწავლება.რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები სწავლების პროცესში.გავეცანით პრობლემას სასწავლო პროცესში და პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე მაგალითს.შევქმენით ბლოგები.ვნახეთ საინტერესო ვიდეოფირები პროექტის შესახებ.გავეცანით გუგლის საცავში მასალების შენახვას.
Comments
Post a Comment