ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენერმა შეგვახსენა წინა დღის განვლილი მასალა. განვიხილეთ და ამოვწურეთ ზოგისთვის ბუნდოვანი საკითხები. დავასრულეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.ვისწავლეთ საკვანძო კითხვების სწორად დასმა.ვისწავლეთ ერთმანეთისგან გარჩევა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის. ამ თემის ირგვლივ შევასრულეთ ჯგუფური მუშაობა გუგლის დოკუმენტეში. ამის შემდეგ შევძელით ამ კითხვების სწორად დასმა და გამოყენება ჩვენს საკუთარ სასწავლო პროექტის გეგმაში. ეს კითხვებია: ზოგადი შეკითხვა - როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანმა გარემო პირობები? თემატური კითხვა -აუცილებელია თუ არა ადამიანის სიცოცხლისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემო? როგორ ვებრძოლოთ გარემოს დაბინძურებას? შინაარსობრივი შეკითხვა -როგორ ზეგავლენას ახდენს ანტისანიტარია ადამიანის ჯანმრთელობაზე რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოწესრიგებულ და დამუშავებულ ნაგავსაყრელებს? როგორ აბინძურებს მანქანის გამონაბოლქვი გარემოს? ტრენინგის დასასრულს გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ნინო, რეფლექსია ამომწურავად გიწერიათ, მიმართულების მიმცემი კითხვებიც შეგიდგენიათ. კარგი იქნებოდა პროექტის დასათაურებაც დაგეწერათ.
ReplyDeleteნინო, მომწონს თქვენი მუშაობა.
ReplyDeleteნინო,მომწონს თქვენი რეფლექსია. საპროექტო თემაც საინტერესოა.
ReplyDeleteგისურვებთარმატებებს.