Posts

Showing posts from November, 2018

პროექტის პორტფოლიო

დაათვალიერეთ ჩემი ნამუშევარი და შეაფასეთ.

პროექტის იდეებისთვის

Image

მერვე დღის რეფლექსია

       ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მერვე დის მიზნები.დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში.ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების რესურსებს.ტრენერი გვესაუბრა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე და ბლუმის ტაქსონომიაზე. ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:           როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?          როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები? შევქმენით საზიარო დაფა ონლაინ პროგრამაში"padlet.com" რომელსაც გავაზიარებ ბლოგზე.

მე-7 დის რეფლექსია

       ტრენინგის მე-7დღე დაიწყო წინა დღით გავლილი შეფასების მეთოდების შეხსენებით.გავეცანით მე-7 დღის მიზნებს:ერთმანეთისთვის მოსწავლეთა საავარაუდო ნაშრომებისა და შეფასების მეთოდების გაცნობა.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.ვისწავლეთ "kahoot.com"-ტესტების შედგენა.შევადგინეთ მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.ასევე გავიხსენეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა.

მეექვსე დღის რეფლექსია

       წინა დღის დასრულენული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე.ავტვირთეთ გუგლ დრაივში პრეზენტაცია. ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის ფორმები და მეთოდები,ამის შემდეგ ვიმუშავეთ წყვილბში და ერთმანეთს შევუფასეთ პრეზენტაციები3,2,1 მეთოდის გამოყენებით.დავსვით სამი შეკითხვა, ორი კომენტარი და ერთი რჩევა.შევქმენით გამოკითხვის ფორმა და ასევე ჩვაშენეთ ბლოგზე.დღე იყო ნაყოფიერი და საკმაოდ საინტერესო.

გამოკითხვა

Загрузка...

პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

            ტრენინგი დაიწყო ჩვეულებისამებრ წინა დღის მასალის გახსენებით.შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მიმდინარე დღის მასალის შესახებ მოკლე მონახაზი.ამის შემდეგ დავიწყეთ კოლეგების რეფლექსიების შეფასება განმავითარებელი კომენტარებით.განვიხილეთ და დაწვრილებით შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად,თვითრეგულირებისა თანამშრომლობის ხელშეწყობას.ვისწავლეთ ცარიელი დაფის მოძიება.დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

        ტრენერმა შეგვახსენა წინა დღის განვლილი მასალა. განვიხილეთ და ამოვწურეთ  ზოგისთვის ბუნდოვანი საკითხები. დავასრულეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.ვისწავლეთ საკვანძო კითხვების სწორად დასმა.ვისწავლეთ ერთმანეთისგან გარჩევა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის. ამ თემის ირგვლივ შევასრულეთ ჯგუფური მუშაობა გუგლის დოკუმენტეში. ამის შემდეგ შევძელით ამ კითხვების სწორად დასმა და გამოყენება ჩვენს საკუთარ სასწავლო პროექტის გეგმაში. ეს კითხვებია: ზოგადი შეკითხვა - როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანმა  გარემო პირობები? თემატური კითხვა -აუცილებელია თუ არა ადამიანის სიცოცხლისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემო? როგორ ვებრძოლოთ გარემოს დაბინძურებას?  შინაარსობრივი შეკითხვა -როგორ ზეგავლენას ახდენს ანტისანიტარია ადამიანის ჯანმრთელობაზე რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოწესრიგებულ და დამუშავებულ ნაგავსაყრელებს? როგორ აბინძურებს მანქანის გამონაბოლქვი გარემოს? ტრენინგის დასასრულს გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

         ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა შეგვახსენა წინა დღის განვლილი მასალა.ამის შემდეგ გაგვაცნო დღევანდელი დღის მოდულის შინაარსი.გავეცანით თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი.მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ნიმუში და შევიტანეთ ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროექტის გეგმაში.შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები.გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,რომლის დასრულებაც ვერ მოვასწარით .ასევე განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.ვისწავლეთ ერთმანეთის რეფლექსიებზე კომენტარების წერა.